კალათბურთი

23:43 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითა” ქუთაისშიც დამარცხდა

თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში ზედიზედ 24-ე მატჩი წააგო. ქართული კლუბი კრასნოიარსკის “ენისეის” ამჯერად ქუთაისში დაუხვდა და 800-მდე ქომაგის თვალწინ 72:85 (19:32, 17:17, 20:17, 17:19) დამარცხდა.

გასული მატჩებისგან განსხვავებით, ვითელებს განცხადში ერთბაშად 10 კალათბურთელი ჰყავდათ და მათგან მხოლოდ ლევან შენგელიას არ უთამაშია. ორთვიანი პაუზის შემდეგ, ვთბ-ლიგაში ისევ გამოჩნდა 19 წლის ლუკა გიორგაძე, რომელმაც 12:45 წუთში 3 ქულა მიითვალა, მისმა თანატოლმა მაიზერ რევაზაშვილმა კი 15:36 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

თბილისური კლუბის რიგებში საუკეთესონი, ტრადიციულად, ამერიკელი ლეგიონერები იყვნენ – დანიელ ბეჯარანომ “ვითას” 16 ქულა და 9 მოხსნა შესძინა, ხოლო ანდრე ჯონსმა 14 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 13 ქულა იყო ირაკლი ჩლაიძის აქტივში.

“ვითას” მომდევნო მატჩიც საქართველოში ელის. 13 მარტს, ლატვიელი ნიკოლაის მაზურსის შეგირდები სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” დაუხვდებიან, რომელმაც დღეს ფინური “ბაიზონსი” 106:73 გაანადგურა.

0.118045