ჭადრაკი

18:30 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა 41-ე ადგილზეა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე “აეროფლოტის ღია პირველობაზე” 5 ტური მიილია, ქართველ მოჭადრაკე ბაადურ ჯობავას (2676) კი აქტივში 2.5 ქულა აქვს და 86 მონაწილეს შორის 41-ე ადგილი უკავია.

გასულ ტურში ბაადური შავი ფიგურებით რუს ანტონ დემჩენკოს (2583) დაუზავდა, დღეს კი, მე-6 ტურში თეთრებით კიდევ ერთ რუს კირილ ალეკსეენკოს (2554) ეთამაშება.

5 ტურის თავზე “აეროფლოტ ოუფენის” ერთპიროვნული ლიდერი რუსი ევგენი ნაიერი (2664) გახლავთ, რომელსაც 4.0 ქულა გააჩნია.

0.119118