სხვა

19:31 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს მედალი და გუნდური მესამე ადგილი ბურსას ტურნირზე

თურქეთში (ბურსა) დამთავრდა საერთაშორისო ტურნირი კადეტებში, სადაც საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა.

94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი აიღო ირაკლი ჩხეიძემ, რომლის საბოლოო შედეგი იყო 322 (142+180) კილოგრამი. ამის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. +94 წონაში მესამე ადგილზე გავიდა თორნიკე ტაბატაძე – 243 კგ. (106+137).

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 6 წონაში 6 მედალი აიღო და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. შესაძლებელი იყო მეორეზე გასვლაც, მაგრამ ბულგარეთს ჩვენზე მეტი მონაწილე ჰყავდა და ჯამურად, მეტი ქულა მოაგროვა. პირველ ადგილზე თურქეთი გავიდა.

ტურნირს ესწრებოდნენ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები, ნაიმ სულეიმანოღლუ და ჰალიმ მუთლუ, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ბურსას შეჯიბრის საერთო დონეს.

ნაკრების მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის თქმით, ბურსაში გამოსვლა წარმატებული იყო. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ბიჭები მცირე ხანს დაისვენებენ და და მალევე ვარჯიშს განაახლებენ.

0.133379