ჩოგბურთი

14:06 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ისევ მარცხი...

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა, რომელიც დანიასთან დევისის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის პირველი რაუნდის მატჩში საშინლად გამოიყურება, მორიგი თამაშიც უბრძოლველად დათმო და 0:4 ჩამორჩა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ, საწყის დღეებში განცდილი ფიასკოს შემდეგ, კორტზე გიორგი ჯავახიშვილს უხმო, თუმცა, იმედები მანაც ვერ გაამართლა.

ქართველი ჩოგბურთელი ბენჯამინ ჰანესტადთან 1:6, 0:3 ნადგურდებოდა, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო და თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, ჯავახიშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 1105-ე ადგილზეა, მისი დანიელი მეტოქე კი – 1452-ე...

თუკი არაფერი შეიცვალა, დღეს კიდევ ერთი მატჩი გახლავთ დაგეგმილი, რომელშიც ირაკლი მეტრეველი (2085-ე) კრისტიან სისგაარდს (ურეიტინგო) გაეჯიბრება. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა პირველ მატჩში მსოფლიოს 118-ე ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს 6:7 (4:7), 6:1, 6:4, 6:4 სძლია.

უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებს II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში დარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს და 15-17 ივლისს, ისევ შინ, ზიმბაბვესთან ჭიდილი ელის.

0.113312