ფეხბურთი

12:48 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივო” 2000 გოლს გადაცდა, ლა ლიგას “რეალი” ლიდერობს

“დეპორტივომ” ლა ლიგაში 2001 გოლი გაიტანა და ბომბარდირ კლუბებს შორის მე-12 ადგილზეა. “მალაგასთან” გამართული შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულა VIDEO. მე-2000 გოლი კი ფედე კარტაბიამ გაიტანა. ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

პირველი გოლი ესპანეთის ჩემპიონატში “დეპორტივოს” მაისურით ხულიო ანტონიომ 1941 წელს “კასტელანთან” მოგებულ (2:1) მატჩში გაიტანა. მე-500 გოლი გონსალო ბასანის (1954წ) ეუთვნის. მე-1000 გოლი -ხავიერ მანხარინოს (1994წ), ხოლო 1500-ე – როი მაკაის (2003წ).

გთავაზობთ AS-ის ვერსიით ლა ლიგაში 2000-ზე მეტი გოლის გამტანი გუნდების სიას.

5805 – მადრიდის “რეალი”

5746 – “ბარსელონა”

4562 – “ბილბაო”

4440 – “ატლეტიკო”

4328 – “ვალენსია”

3599 – “სევილია”

3546 – “ესპანიოლი”

3160 – “სოსიედადი”

2683 – “სარაგოსა”

2111 – “ბეტისი”

20001 – “დეპორტივო”

0.123661