მექსიკა მზადაა 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება მოიპოვოს. აღნიშნული ინფორმაცია მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დეჩიო დე მარიამ AP-ს დაუდასტურა.
“ამ დროისთვის ფიფაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის კანდიდატურის რეგისტრაცია არ დაწყებულა. როდესაც განაცხადების მიღება სტარტს აიღებს, მექსიკა საჭირო პროცედურებს გაივლის და ერთ-ერთი მასპინძლობის უფლების მომპოვებელი ქვეყანა გახდება. თუ ჩვენ მესამედ ვუმასპინძლებთ მუნდიალს, ეს დიდი პატივი იქნება.” – განაცხადა დე მარიამ.
მექსიკა მსოფლიოს ჩემპიონატებს 1970 და 1984 წლებში მასპინძლობდა. აშშ-ს 2026 წლის მუნდიალის ჩატარება სურს, აგრეთვე მექსიკას ეყოლება ძლიერი კონკურენტი კანადის სახით.