ფეხბურთი

1:07 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრე "ბაიერნის" სასარგებლოდ (+VIDEO)

მოკლედ ასე: ბუნდესლიგის დასრულებამდე 9 ტურიღა დარჩა და “ბაიერნი” “დორტმუნდს” ისევ 5 ქულით უსწრებს. XXV ტურის სუპერმატჩმა, რომელიც “სიგნალ იდუნა პარკზე” გაიმართა დიდად ვერაფერი გაარკვია – 0:0.

ეს კი, ის შედეგია, რომელიც ხელს “რეკორდმაისტერს” აძლევდა. ახლა პეპ გვარდიოლას გუნდს თავისუფლად შეუძლია დარჩენილ თამაშებში 4 ქულა დაკარგოს, მაინც ჩემპიონი გახდება. არადა, ტომას ტუხელის “ბორუსიაც” ძალზე სიმპათიურ ფეხბურთს აჩვენებს და რომ არა მიუნხენური გიგანტის ასეთი სიძლიერე, “ვერცხლის სინს” უსათუოდ დაეპატრონებოდა. მიუხედავად ფრისა, “ყვითლებმა” წესით სეზონის ბოლომდე მედგრად უნდა იბრძოლონ, სხვა გზა მაინც არ აქვთ. ჰო, მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ “ბაიერნმა” ზედიზედ ორ თამაშში ვერ მოიგო. მოგეხსენებათ, მიუნხენელებმა წინა ტურში შინ მოულოდნელად “მაინცთან” წააგეს.

ტურის დანარჩენი მატჩები “დორტმუნდი” – “ბაიერნის” ფონზე დაიჩაგრა. ლევერკუზენის “ბაიერის” ხელმძღვანელობა წესით მთავარი მწვრთნელის როჯერ შმიდტის მუშაობით უკმაყოფილო უნდა იყოს. “ფარმაცევტებს” უკვე ოთხი ტურია მოგება ენატრებათ. ბოლოს მათ 13 თებერვალს, “დარმშტადტს” აჯობეს. მერე იყო მიჯრით სამი წაგება და მეოთხესაც წააგებდა, რომ არა “აუგსბურგის” შეცდომები. “ლევერკუზენი” აუგსბურგელებთან სამხრეთ კორეელი კოო ჯა ჩოელის გამოისობით, ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა, 0:3 აგებდა, მაგრამ თამაში მაინც გადაარჩინა და ქულა მოიპოვა. თუმცა, სალიგო ზონა ნელ-ნელა ოცნებად რჩება.

როგორც იქნა, ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება მოახერხა “შალკემ”, რომელმაც სტუმრად “კიოლნს” პრობლემების გარეშე მოუგო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა მას შემდგომ, რაც “გლადბახმა” ვოლფსბურგში წააგო. ანდრე შუბერტის გუნდმა კი “მგლებთან” შეიძლება ითქვას, 6 ქულიანი თამაში დათმო და ვინძლო, სეზონის ბოლოს ეს მარცხი ძვირადაც დაუჯდეს.

უშუალო კონკურენტს მოუგო ბრძოლა ბრემენის “ვერდერმა” – “მუსიკოსებმა” შინ “ჰანოვერი” 4:1 გაანადგურეს და სამშვიდობოს დამკვიდრდნენ. სხვათა შორის, “ვერდერმა” მიჯრით მეორედ მოიგო და ხსენებულ ორ თამაშში 8 გოლი გაიტანა. რვიდან 4 კი კლაუდიო პიზაროს ანგარიშზეა.

აუტსაიდერთა ჯგუფის სხვა წევრებმა კი წარუმატებლად ითამაშეს. “აინტრახტი” შინ “ინგოლშტადტს” დაუზავდა (1:1), ხოლო “ჰოფენჰაიმი” შტუტგარტში საერთოდ განადგურდა – 1:5.

“აუგსბურგი” – “ლევერკუზენი” 3:3 (2:0) (მიმოხილვა)

აუგსბურგი, WWK არენა

მაყურებელი: 27 610

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, გუველეუვი, ჰონგი (იანკერი 46), მაქსი; კორი, ბაიერი (სტაფილიდისი 85); ეშვეინი (ვერნერი 70), ჯა ჩოელი, საიუბი; ფინბოგასონი

მწვრთნელი: ვეინზიერლი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ბოენიში, იედვაი (იედვაი 74), რამალიო, ვენდელი; ბრანდტი, კრამერი, ჩალჰანოღლუ, მეჰმედი; ბელარაბი, კრუსე (იურჩენკო 85)

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 1:0 ჯა ჩოელი (5), 2:0 ჯა ჩოელი (44), 3:0 ჯა ჩოელი (55), 3:1 ბელარაბი (60), 3:2 ვერჰაეგი (80, ა.გ), 3:3 ჩალჰანოღლუ (90, პენ)

გაფრთხილება: ჰონგი (25), კორი (79) – კრამერი (88)

გაძევება: გუველეუვი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 20 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 0:5 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: შმიდტი

“აინტრახტი” – “ინგოლშტადტი” 1:1 (0:1) (მიმოხილვა)

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

მაყურებელი: 40 000

“აინტრახტი” (4-3-1-2): ჰრადეცკი; რეგასელი, ძამბარანო (მოდოევიჩი 70), აბრაჰამი, ოცზიპკა; ჰასებე, რუსი, სტენდერა (ვალდშმიდტი 46); ჰუსჟტი; სეფეროვიჩი, ფაბიანი

მწვრთნელი: ვეჰი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზცანი; ბაუერი, მატიპი, ჰუბნერი, სუტერი; გროსი, ბრეგერიე (კოენი 73), კრისტიანსენი (როგერი 56); ჰარტმანი, კაჩუნგა (ლეზჩანო 66), ლექსი

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

გოლები: 0:1 ჰარტმანი (8), 1:1 რუსი (69)

გაფრთხილება: ძამბრანო (27), ოცზიპკა (39), რუსი (44), ჰასებე (67), ფაბიანი (90) – გროსი (35, 74), კრისტიანსენი (51), ბრეგერიე (67), როჯერი (77), ჰარტმანი (79)

გაძევება: გროსი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (3) – 12 (6) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 6:3

მსაჯი: შტეგემანი

“კიოლნი” – “შალკე” 1:3 (1:2) (მიმოხილვა)

კიოლნი, “რეინენერჯიშტადიონი”

მაყურებელი: 49 300

“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; სორენსენი, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; გერჰარტი (ოსაკო 84), ლემანი; რისე, ბიტენკურტი, მლადენოვიჩი (ჰოსინერი 71); მოდესტე

მწვრთნელი: შტოგერი

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოისტადტერი, აოგო; გეისი (კოლასინაჩი 78), ჰოიბერგი; შოპფი (სანე 60), მეიერი, ბელჰანდა; ჰუნტელაარი (დი სანტო 73)

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (2, პენ), 0:2 მეიერი (23), 1:2 ბიტენკურტი (33), 1:3 დი სანტო (76)

გაფრთხილება: მაროჰი (2)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 18 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: შტარკი

“შტუტგარტი” – “ჰოფენჰაიმი” 5:1 (2:0) (მიმოხილვა)

შტუტგარტი, “მერსედესბენც არენა”

მაყურებელი: 44 647

“შტუტგარტი” (4-1-4-1): ტიტონი; გროსკროიცი, შვააბი, ნიედერმაიერი, ისნუა; სერეი დიე; რუპი, დიდავი (მაქსიმი 81), გენტნერი (კლეინი 46), კოსტიჩი; კრავეცი (ვერნერი 68)

მწვრთნელი: კრამნი

“ჰოფენჰაიმი” (3-5-2): ბაუმანი; შარი, სულე, ბიჩაკჩიჩი (კრამარიჩი 35); კადერაბეკი, ჰემედი (ვარგასი 46), პოლანსკი, ამირი (შმიდი 46), ტოლიანი; ეტი, ვოლანდი

მწვრთნელი: ნაგელსმანი

გოლები: 1:0 ნიედერმაიერი (5), 2:0 რუპი (42), 3:0 ნიედერმაიერი (51), 3:1 კრამარიჩი (73), 4:1 კოსტიჩი (78), 5:1 ვერნერი (83)

გაფრთხილება: კრავეცი (14) – სულე (60), პოლანსკი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (11) – 13 (4) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დინგერტი

“ვერდერი” – “ჰანოვერი” 4:1 (2:1) (მიმოხილვა)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 42 100

“ვერდერი” (4-2-3-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, უ. გარსია (ს. გარსია 86); ფრიტცი (ველიკოვიჩი 72), გრილიტში; ოზტუნალი (ლორენცენი 82), იუნუზოვიჩი, ბარტლესი; პიზარო

მწვრთნელი: სკრიპნიკი

“ჰანოვერი” (4-3-3): ცილერი; საკაი, მილოსევიჩი, შულცი, სორგი; გულსელამი, სანე, იუამაგუჩი (სჟალაი 36); კარამანი, კიოტაკე, ფოსუმი (კლაუსი 81)

მწვრთნელი: შააფი

გოლები: 1:0 ბარტლესი (18), 2:0 პიზარო (26), 2:1 კარამანი (45), 3:1 გებრე სელასიე (56), 4:1 იუნუზოვიჩი (86)

გაფრთხილება: ფრიტცი (69), იუნუზოვიჩი (85) – კარამანი (38), გულსელამი (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 15 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ცვაიერი

“ვოლფსბურგი” – “გლადბახი” 2:1 (2:1) (მიმოხილვა)

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 29 224

“ვოლფსბურგი” (4-3-1-2): კასტეელსი; ვიეირინია(ტრეში 46), კნოხე, დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო, არნოლდი; დრაქსლერი (კალიჯური 73); კრუსე, შურლე (შეფერი 83)

მწვრთნელი: ჰეკინგი

“გლადბახი” (3-4-3): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი; ჯონსონი (ჰოფმანი 80), დაჰუდი (ჰერმანი 68), ქსაკა, ჰინტერეგერი; აზარი (ჰრგოტა 76), სტინდლი, რაფაელი

მწვრთნელი: შუბერტი

გოლები: 1:0 დრაქსლერი (15), 2:0 კრუსე (17), 2:1 რაფაელი (23)

გაფრთხილება: შურლე (45), გუილავოჯი (70) – დაჰუდი (32), კრისტენსენი (40), აზარი (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 14 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: შიბერტი

“დორტმუნდი” – “ბაიერნი” 0:0 (0:0) (მიმოხილვა)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 81 359

“დორტმუნდი” (3-4-3): ბურკი; პიშჩეკი, ბენდერი, ჰუმელსი; დურმი, ვეიგლი, გუნდოგანი (საჰინი 90), შმელცერი; მხითარიანი, ობამეიანგი, როისი (რამოსი 81)

მწვრთნელი: ტუხელი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, კიმიჩი, ალაბა, ბერნატი; ვიდალი, ჩაბი ალონსო (ბენატია 90); რობენი, მიულერი, დუგლას კოშტა (რიბერი 75); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

გაფრთხილება: ბენდერი (37) – ჩაბი ალონსო (22)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 17 (4) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: შტილერი

თეგებიბუნდესლიგა
0.37578