ფეხბურთი

15:24 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას საკლუბო რეიტინგი: “რეალი” ლიდერია, ქართული კლუბები 200-ეულს მიღმა

უეფას ვებგვერდმა კლუბების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა რომელსაც კვლავინდებურად მადრიდის “რეალი” ლიდერობს. ესპანურ გრანდს 163.342 ქულა გააჩნია და მეორე ადგილზე მყოფ მიუნხენის “ბაიერნს” მთელი 10 ქულით უსწრებს. სამეულს კი, კატალონური “ბარსელონა” ასრულებს 152.342 ქულით. აღსანიშნავია, რომ პირველ ხუთეულში სამი ესპანური გუნდია: “რეალი”, “ბარსელონა” და “ატლეტიკო”.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, ასეთია:

1 “რეალი” (ესპანეთი) – 163.342 ქულა (24.985 მიმდინარე სეზონში)

2 “ბაიერნი” (გერმანია) – 153.292 (22.542

3 “ბარსელონა” (ესპანეთი) – 152.342 (23.985)

4 “ჩელსი” (ინგლისი) – 135.342 (20.175)

5 “ატლეტიკო” (ესპანეთი) – 132.342 (20.985)

6 “ბენფიკა” (პორტუგალია) – 112.349 (19.833)

7 “პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი) – 108.383 (22.050)

8 “იუვენტუსი” (იტალია) – 106.921 (20.133)

9 “არსენალი” (ინგლისი) – 104.581 (17.175)

10 “დორტმუნდი” (გერმანია) – 101.292 (11.542)

ქართული კლუბები პირველ 200-ეულს მიღმა არიან: საუკეთესო შედეგი თბილისის “დინამოს” აქვს, რომელიც 5.875 ქულით (მიმდინარე სეზონში 0.35ქულა) 237-ე ადგილზეა.

ჩვენი გუნდები უეფას საკლუბო რეიტინგში ასეთ პოზიციებზე იმყოფებიან:

237 “დინამო” (თბილისი) – 5.875 ქულა (0.375 მიმდინარე სეზონში)

244 “დილა” – 5.625 (1.125)

278 “ზესტაფონი” – 4.625 (0.125)

338 “ჩიხურა” – 3.125 (0.125)

339 “მეტალურგი” – 3.125 (0.125)

380 “ტორპედო” – 2.125 (0.125)

381 “გაგრა” – 2.125 (0.125)

396 “დინამო” (ბათუმი) – 1.875 (0.375)

396 “ცხინვალი” – 1.875 (0.375)

398 “სიონი” – 1.875 (0.125)

მოგეხსენებათ, უეფა ბოლო ხუთი სეზონის მონაცემებს აჯამებს და რეიტინგს ამის მიხედვით ადგენს.

0.125945