ფეხბურთი

10:43 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მეკარეებს შორის ლორია მეოთხეა, რევიშვილი - მეცხრამეტე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სამარის “კრილია სოვეტოვის” მეკარე გიორგი ლორია დღეს, “როსტოვის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა. 30 წლის ქართველმა კიპერმა, რომელმაც ერთი კვირის წინ ყაზანის “რუბინთან” ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო, გუშინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

“კრილია” “როსტოვთან” პრემიერლიგის მე-19 ტურის ეგიდით ითამაშებს. სხვათა შორის, რუსეთის ჩემპიონატი ზამთრის შესვენების შემდეგ სწორედ დღეს განახლდება.

აღსანიშნავია, რომ ლორიას სამარაში გადაბარგების შემდეგ ჩინებული სტატისტიკა აქვს. კერძოდ, პროცენტულად გიორგი თამაშში 0.75% (4 მატჩი, 3 გაშვებული ბურთი) გოლს უშვებს, რაც მიმდინარე სეზონში მეოთხე შედეგია. გამოსარჩევია, რომ რუსეთის ჩემპიონატში აქამდე 27 მეკარემ ითამაშა. ამავე სიაში მეცხრამეტე ადგილზეა კიდევ ერთი ქართველი, “მორდოვიას” კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილი, რომელიც საშუალოდ ერთ მატჩში 1.21 გოლს უშვებს (14 შეხვედრაში 17 გაშვებული ბურთი).

შეგახსენებთ, ლორია “კრილია სოვეტოვში” გასულ შემოდგომაზე გადაბარგდა და თავიდან ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა და ნათამაშები 4 ტურიდან ორჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

0.119117