ფეხბურთი

10:34 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მედია: ჭანტურიას არჩევანი აქვს – “ვერდერი” და კიოლნი”

გერმანიის II ბუნდესლიგის აუტსაიდერ “დუისბურგის” ქართველ ლეგიონერ გიორგი ჭანტურიას ბუნდესლიგის ორი ბინადარი “კიოლნი” და “ვერდერი” აკვირდება. ინტერნეტპორტალი derwesten.de წერს, რომ “ქართველი მესი” (ასეა ჭანტურია ნახსენები სტატიაში) კვირას, 6 მარტს, ბრაუნშვაიგის “აინტრახტთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება და აღნიშნული შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება მისთვის, რომ სატრანსფერო ფასი აიწიოს, რადგან “კიოლნი” და “ვერდერი” აქტიურად აწარმოებენ დაკვირვებას.

რამდენად შედგება ტრანსფერი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ჭანტურია სამი დღის წინ “ფრანკფურტთან” გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სრულიად დამსახურებულადაც – ქართველი შემტევი აქტიური მთელი თამაში იყო, მომენტებიც შექმნა და თანაგუნდელსაც გაატანინა.

ისე კი, “კიოლნისთვის” ქართველი უცხო არაა: თავის დროზე “თხების ღირსება რევაზ და არჩილ არველაძეებს დაუცავთ. “ვერდერში” კი გიორგი პაპუნაშვილი ახლაც ირიცხება, ოღონდ ჯერ სარეზერვო გუნდში.

0.115855