სხვა

1:07 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

4 მედალი ბურსას საერთაშორისო ტურნირიდან

თურქეთში (ბურსა) დაიწყო საერთაშორისო ტურნირი ძალოსნობაში 17-წლამდელთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრები 6 წონით კატეგორიაში არის წარდგენილი.

ქართველი კადეტები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობენ: 56 კგ – გურამ გიორბელიძე; 62 – არჩილ მალაყმაძე; 69 – ბეგლარ სოლომონიძე; 77 – ნოდარ კაკაბაძე; 94 – ირაკლი ჩხეიძე; +94 – თორნიკე ტაბატაძე. ნაკრების მწვრთნელები არიან ზურაბ ანთაური და ბეჟან ჭიჭინაძე.

პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა მედლების მაქსიმალური რაოდენობა აიღო.

56 კილოგრამი – III ადგილი, გიორბელიძე, 183 (81+102).

62 კილოგრამი – II ადგილი, მალაყმაძე 227 (107+120).

69 კილოგრამი – III ადგილი, სოლომონიძე 232 (105+127).

77 კილოგრამი – II ადგილი, კაკაბაძე 251 (114+137).

ზურაბ ანთაური: “პირველი დღის შედეგებით კმაყოფილები ვართ. ხვალ კიდევ ორი წონა გვრჩება და შემდეგ თბილისში ვბრუნდებით. ბიჭებისთვის აქ მიღებული გამოცდილება აუცილებელია. ისინი იზრდებიან და სწავლობენ. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის“.

0.115517