ჭიდაობა

0:45 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მე-6 ადგილი თეირანში

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრებმა 3-4 მარტს თეირანში იედეგარ იმამის თასზე გამოსვლა მე-6 ადგილზე დაასრულა.

შეჯიბრი გუნდური ფორმატით წარიმართა. პირველ დღეს ჩვენმა ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა 9:1, მომდევნო შეხვედრაში სომხეთთან 5:5 იჭიდავა, თუმცა ქულების უკეთესი შეფარდებით სომხეთმა იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ სიმონ ბერიძემ (46) ხელის ტრამვის გამო ვერ იჭიდავა, შეხვედრები კი თორნიკე ქათამაძემ (54), ამირან ვახტანგიშვილმა (54), ცოტნე აბალაკმა (58), გოგა მამიაურმა (69) და გიორგი ბრეგვაძემ (76) მოიგეს.

ტურნირის მეორე დღეს ქართველებმა ერაყის ნაკრები 9:1 დაამარცხეს, 5-6 ადგილისათვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანს დავუპირისპირდით და 2 ფალავანი მოვისაკლისეთ. სიმონ ბერიძეს (46) და გოგა მამიაურს (69) ტრავმები აწუხებდათ და მწვრთნელებმა ზედმეტ რისკს თავი აარიდეს.

საბოლოოდ, 4:6 დავმარცხდით, შეხვედრები კი ამირან ვახტანგიშვილმა (54), გიორგი ბრეგვაძემ (76), სიმონ ოსკანიანმა (85) და ელგუჯა ბალანჩივაძამ (100) მოიგეს. ისიც სათქმელია, რომ ბრეგვაძემ ირანში გამართულ ოთხივე შეხვედრაში გაიმარჯვა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე გახლდათ, მწვრთნელები – კახაბერ დობორჯგინიძე და ლაშა ქეთიშვილი, მსაჯი კი – რუსლან დარსანია.

www.wrestling.ge

0.227057