კალათბურთი

23:59 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის ექვსიანები იუნიორთა ლიგაში

გოგა ბითაძის “მეგა ლეკსი” სერბეთის იუნიორთა სუპერლიგაშიც წარმატებით თამაშობს. ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის გუნდმა “ივანიცას” 85:69 სძლია, ბითაძემ კი 6 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.

გოგამ მოედანზე 18 წუთი გაატარა და სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა, მანამდე კი, 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა. “მეგა ლეკსს” მომდევნო მატჩი უკვე 5 მარტს ელის, როდესაც “იაგოდინას” ესტუმრება.

0.109506