15-20 მარტს თბილისში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფური მატჩები გაიმართება. ვასილ მაისურაძის გუნდის მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან. ორი საუკეთესო გავა ფინალურ ეტაპზე.
იტალიელთა მწვრთნელმა ალექსანდრო დელ კანტომ 24-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა და დღეს შეკრებაზე გადაიყვანა გუნდი, რომელიც 12 მარტამდე გასტანს. 13-ში კი იტალიელები თბილისში ჩამოვლენ. საბოლოო განაცხადი 18-კაციანი უნდა იყოს.
ცნობისთვის, იტალიელებმა თებერვლის შუა რიცხვებში ორი ამხანაგური მატჩი გამართეს, სერბეთს მასპინძლობდნენ და ორივე მოიგეს: 3:1 და 4:2.
ამ ნაკრებში განსაკუთრებულ ტალანტებად მიიჩნევიან პსვ-ს ახალგაზრდული გუნდის ფორვარდი ჯანლუკა სკამაჩია, “მილანის” ასაკობრივი გუნდის მცველი რაულ ბელიანოვა და “ატალანტას” ნახევარმცველი ფილიპო მელეგონი.
მეკარეები: კოპოლა (ტორინო), გრეკო (რომა), პლიცარი (მილანი);
მცველები: ბიანკი, ტრიპალდელი, სანანდრეა (ყველა – იუვენტუსი), სეტოლა (ჩეზენა), ბასტონი (ატალანტა), ბელიანოვა (მილანი), პეკეგრინი (რომა), რანიერი (ფიორენტინა);
ნახევარმცველები: ელია, მალამო, მელეგონი (ყველა - ატალანტა), ოლივიერი (ემპოლი), ფრატესი, მარკუჩი (ორივე – რომა), გაბია (მილანი), მილიტარი (ფიორენტინა);
თავდამსხმელები: კაპონე (ატალანტა), გორი (ფიორენტინა), მოისე კინი (იუვენტუსი), პინამონტი (ინტერი), სკამაჩია (პსვ, ჰოლანდია).