4 მარტს სპორტკომპლეს არენა 1-ში საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა, სადაც ახალი 4-წლიანი ვადით ფედერაციის პრეზიდენტად 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე აირჩიეს.
ცინცაძეს ფარულ კენჭისყრაზე ხმის მიცემის მქონე 53-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, მეორე კანდიდატმა მალხაზ ბერუაშვილმა (1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი) კი 39 ხმა მიიღო, რამდენიმე ბიულეტენი ბათილად ცნეს.
საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაში მონაწილეობა ხმის მიცემის უფლების მქონე 98-მა დელეგატმა მიიღო.
სამბოს ფედერაციას 2012 წლიდან სოსო ლიპარტელიანი ხელმძღვანელობდა, რომელსაც საპრეზიდენტო 4-წლიანი ვადა ამოეწურა. სოსო ლიპარტელიანი ამიერიდან ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას, უცვლელი დარჩა ფედერაციის გამგეობის წევრთა და მმართველი რგოლის შემადგენლობა.
სპორტის სამინისტროს პრესსამსახური