ფეხბურთი

15:40 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

დუნგა: “როდესაც ნეიმარი ნაკრებში ჩამოდის, პრობლემები იწყება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ “სელესაოს” კაპიტან ნეიმარს სამართალდამცავები ავიწროვებენ. კერძოდ, ბრაზილიის ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ ნეიმარი გადასახადებს მალავს.

“ნეიმარს ისეთივე პასუხისმგებლობა გააჩნია, როგორიც პელეს, ზიკოს, ფალკაოს ჰქონდათ. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, იგი ძალიან გამოცდილია. მესმის, რომ ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ მწვრთნელს თავისი პრობლემები აქვს. მე ერთადერთი რამ ვიცი: როგორც კი ნეიმარი ნაკრებში ჩამოდის, პრობლემები იწყება. არ მინდა ვინმე ჩაერიოს ნაკრების ფეხბურთელთა საქმეში” – ციტირებს დუნგას სიტყვებს ინტერნეტპორტალი goal.com-ი.

შეგახსენებთ, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში პარაგვაისა და ურუგვაის ნაკრებთა წინააღმდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვისაა გამოძახებული.

0.116783