გერმანული “ვოლფსბურგის” 33 წლის ბრაზილიელი მცველი ნალდო სამი თვე გუნდს ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა ლავიწის ძვალზე ოპერაცია გაიკეთა, აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. მან ტრავმა “ბაიერნთან” (0:2) წაგებულ მატჩში მიიღო.
ნალდომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.