ფეხბურთი

23:12 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბრამოვიჩმა ფეხბურთელებს შეატყობინა - გუნდს კონტე უხელმძღვანელებს

ლონდონის “ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და განუცხადა, მომავალი სეზონიდან თქვენი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნებაო. აღნიშნული ინფორმაცია Corriere Dello Sport-მა გაავრცელა.

რუსი ბიზნესმენი გუს ჰიდინკს კარგი შედეგის მიუხედავად დაითხოვს. რომანი იტალიელ სპეციალისტს მონაკოში შეხვდა და მათ შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა. კონტე “ჩელსის” სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს და ამ ხნის განმავლობაში 20 მილიონ ევროს მიიღებს.

მიმდინარე სეზონში “არისტოკრატებმა” ჟოზე მოურინიო ცუდი შედეგის გამო დაითხოვეს. ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდში მოსვლის შემდეგ “ჩელსიმ” 15 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 წააგო. ამჟამად ინგლისური გრანდი პრემიერლიგაში 39 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება და ევროზონას 8 ქულით ჩამორჩება.

0.111751