ფეხბურთი

20:17 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

დუნგამ რჩეულებს უხმო

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის გაფართოებული 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა ჩინეთში მოთამაშე ფეხბურთელებს რენატო აუგუსტოს და ჟილს უხმო. დუნგამ ნაკრებში არ გამოიძახა პსჟ-ს მოთამაშეები ლუკას ლეივა და ტიაგო სილვა.

ბრაზილია 26 მარტს რესიფეში ურუგვაის მიიღებს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ პარაგვაის სტუმრად დაუპირისპირდება.

მეკარეები: ალისონი (“ინტერნასიონალი”), მარსელო გროე (“გრემიო”), დიეგო ალვეში (“ვალენსია”, ესპანეთი)

მცველები: დანი ალვეში (“ბარსელონა”, ესპანეთი), ფილიპე ლუისი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”, იტალია), დავიდ ლუიზი, მარკინიოსი (ორივე პსჟ, საფრანგეთი), მირანდა (“ინტერი”, იტალია), ჟილი (“შანდონგი”, ჩინეთი), დანილო (“რეალი”, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ლუიზ გუსტავო (“ვოლფსბურგი”, გერმანია), კაკა (“ორლანდო”, აშშ), ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი), ფერნანდინიო (“სიტი”, ინგლისი), რენატო აუგუსტო (“ბეიჯინგი”, ჩინეთი), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”, ინგლისი), ლუკას ლიმა (“სანტოსი”)

თავდამსხმელები: ნეიმარი (“ბარსელონა”), დუგლას კოშტა (“ბაიერნი”, გერმანია), ჰალკი (“ზენიტი”, რუსეთი), რიკარდო ოლივეირა (“სანტოსი”)

0.11739