საქართველოს უმაღლესლიგელი "ზუგდიდის" შემადგენლობაში უკრაინელი ლეგიონერი იური შეველი ჩაირიცხა. როგორც "ზუგდიდის" პრესსამსახური იტყობინება, 28 წლის შემტევმა კლუბთან კონტრაქტი ივნისის ბოლომდე გააფორმა.
შეველს მცირე ხნით საქართველოში ლანჩხუთის "გურიაში" უთამაშია. კარიერის განმავლობაში კი კიევის "დინამო 2"-ში, "ოდესაში", უნგრულ "სპარტაკუსში", მოლდოვურ "დაჩიასა" და "ოლიმპიაში" გამოდიოდა.
"ზუგდიდი" მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის - 18 ტურში მოპოვებული 9 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზუგდიდს მაგით ეშველებათ რამე?
შეველი გურიაში შარშან იყო და ვერ დაიმკვიდრა ადგილი გუნდში.1 გოლი გაიტანა სამტრედიასთან.სულ შეცვლაზე შემოყავდათ.ვნახოთ ზუგდიდში იქნებ ათამაშდეს.
6თვიანი კონტრაქტები შეიცვალა 3თვიანით?
არაფერი არ ეშველება ქართულ ფეხბურთს თუ ასე გაგრძელდა
ჩებოტაროვი რომ მოიყვანეს კალხოზნიკი ისეთი იქნება ეგეც.