ფეხბურთი

15:27 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრებები გაზაფხულს უმნიშვნელო ცვლილებებით შეხვდნენ

ფიფამ ეროვნულ ნაკრებთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც გასულ თვესთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. რეიტინგის მოწინავე ოცეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - იტალიის ნაკრებმა მეთხუთმეტედან მეთოთხმეტე ადგილზე აინაცვლა და ადგილი ჰოლანდიას გაუცვალა. მსოფლიო ნაკრებებს სათავეში ისევ ბელგიელები უდგანან.

120-ედან 122-ე პოზიციაზე გადაინაცვლა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. თითო პოზიციით დაწინაურდნენ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ქართველთა მეტოქეები ირლანდია (29) და სერბეთი (50), ერთი საფეხურით დაქვეითდა მოლდოვა (156), ხოლო ავსტრიელებმა (10) და უელსელებმა (17) პოზიციები შეინარჩუნეს.

სანაკრებო სეზონი მიმდინარე თვეში განახლდება და რეიტინგში ცვლილებებსაც აპრილიდან უნდა ველოდეთ.

იხილეთ ფიფას რეიტინგი 3 მარტის მონაცემებით

0.112497