ფეხბურთი

3:40 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

როგორ უნდა მოუგო "ბაიერნს" მიუნხენში: უყურეთ "მაინცს"... (+VIDEO)

მიუნხენის “ბაიერნმა” მიმდინარე სეზონში “ალიანს არენაზე” პირველად წააგო. ეს ბუნდესლიგის XXIV ტურში “მაინცთან” შეხვედრაში მოხდა. “რეკორდმაისტერს” აქამდე ყველა ტურნირის ჩათვლით შინ 15 მატჩი გაემართა და ყველა მოეგო, მაგრამ “მაინცი” კერკეტი კაკალი გამოდგა. “ბაიერნის” მარცხით დორტმუნდის “ბორუსიამ” ისარგებლა და შედეგად, ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე სიტუაცია დაიძაბა: ახლა ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა...

მიუნხენელები მთელი თამაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და გატანაც არაერთხელ შეეძლოთ, თუმცა ბრწყინაველდ ირჯებოდა სტუმართა კიპერი კარიუსი, რომელმაც რამდენჯერმე ისეთი სეივი შეასრულა, საკუთარი თავიც გააკვირვა. მაინცელებმა კი მეტოქე კონტრშეტევაზე ორჯერ დაიჭირეს და ორჯერვე გოლი გაუტანეს. ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს, მერე შეხვედრის. ამ გოლთა შორის არიენ რობენმა ეფექტური შეგადო, მაგრამ საბოლოო ჯამში პეპ გვარდიოლას გუნდს ეს არაფერში წაადგა. “ბაიერნმა” სეზონში მეოთხედ (ერთხელ გერმანიის სუპერთასზე, ერთხელაც ჩემპიონთა ლიგაში), ხოლო ბუნდესლიგაში მეორედ წააგო. სხვათა შორის, “ალიანს არენის” ტრიბუნებზე გერმანული გიგანტის ლეგენდა ული ჰინესი მისთვის ჩვეული “ბაიერნის” შარფით იმყოფებოდა, თუმცა როგორც ჩანს ულის საყვარელი გუნდისთვის ცუდი ფეხი აღმოაჩნდა. შეგახსენებთ, ჰიონესმა ციხეს თავი რამდენიმე დღის დააღწია და თავისუფლების მერე პირველად დაესწრო ყოფილი კლუბის თამაშს. თავის მხრივ “მაინცი” აღარ ხუმრობს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონაშია მოკალათებული “გლადბახთან” ერთად.

ამასობაში კი, “დორტმუნდმა” დებიუტანტ “დარმშტადტს” გასვლაზე მშვიდად მოუგო და სხვაობა სამი ქულით შეამცირა. ტომას ტუხელი ბიჭები აშკარად კარგ ფორმაში არიან და ასე თუ გააგრძელებენ, ვინ იცის იქნებ ჩემპიონობაც არ იყოს უტოპია. ბორუსიელთაგან გოლები ადრიან რამოსმა ერიკ დურმა გაიტანეს, თითო ტაიმში თითო.

საერთოდ, XXIV ტური სენსაციების ტური გამოდგა. “ბაიერნის” წაგებაზე უკვე ვთქვით და, მას არც ლევერკუზენის “ბაიერი” ჩამორჩა, რომელიც “ბაი არენაზე” აუტსაიდერ “ვერდერთან” შერცხვა – 1:4. განსაკუთრებული დღე ჰქონდა ბუნდესლიგის რეკორდსმენ კლაუდიო პიზაროს, ვინაც მასპინძლები სამჯერ დაამწუხრა.

მოიგეს თავიანთი შეხვედრები ლიგის ზონაში მყოფმა გუნდებმა: “გლადბახმა” და “ჰერტამ”. პირველმა საკუთარ კედლებში “შტუტგარტი” გააცამტვერა (4:0), რომელიც როგორც ჩანს, ისევ კრიზისს უბრუნდება, ხოლო მეორემ ასევე შინ ფრანკფურტის “აინტრახტს” აჯობა ადვილად. თავის მხრივ, არმინ ვეჰის გუნდის მოუგებელ სერიას დასარული არ უჩნას და შესაბამისად, II ბუნდესლიგაც უკვე რეალურობად ჩანს. ლიგის საგზურისთვის იბრძვის გელზენკირხენის “შალკეც”, რომელიც წაგება-მოგებას ერთმანეთს ხშირად უნაცვლებს. ანდრე ბრეიტენრეიტერის ბიჭებმა “ველტინს არენაზე” “ჰამბურგს” მოუგეს და სამმატჩიანი მოუგებელ სერიას წერტილ დაუსვეს.

სახლში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო “ჰოფენჰაიმმა”, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი 28 წლის იულიან ნაგელსმანი აშკარად მოუხდა. “სოფლელებმა” “აუგსბურგს” (2:1) აჯობეს, თუმცა თამაშის სურათიდან გამოდინარე გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებასაც იმსახურებდნენ.

“გლადბახი” – “შტუტგარტი” 4:0 (1:0) (VIDEO)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 43 627

“გლადბახი” (3-4-3): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი; ჯონსონი, დაჰუდი (კორი 82), ქსაკა, ვენდტი (ჰინტერეგერი 28); აზარი (ჰერმანი 68), სტინდლი, რაფაელი

მწვრთნელი: შუბერტი

“შტუტგარტი” (4-1-4-1): ტიტონი; გროსკროიცი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა; სერეი დიე (რუპი 46); ჰარნიკი, დიდავი, გენტნერი (მაქსიმი 67), კოსტიჩი; ვერნერი (კრავეცი 46)

მწვრთნელი: კრამნი

გოლები: 1:0 აზარი (16), 2:0 რაფაელი (60), 3:0 ჰერმანი (68), 4:0 გროსკროიცი (90, ა.გ)

გაფრთხილება: აზარი (54) – სერეი დიე (44), ჰარნიკი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 9 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ველცი

“ლევერკუზენი” – “ვერდერი” 1:4 (0:1) (VIDEO)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 25 506

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰილბერტი (ჰენრიხსი 76), იედვაი, რამალიო, ვენდელი; კრამერი, ჩალჰანოღლუ; ბელარაბი, ბრანდტი (კრუსე 46), მეჰმედი; ჩიჩარიტო (ფრეი 87)

მწვრთნელი: შმიდტი

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია; გრილიტში; ოზტუნალი, ფრიტცი (კლეინეისტერი 88), იუნუზოვიჩი, ბარტლესი (ველიკოვიჩი 61); პიზარო (უჯა 84)

მწვრთნელი: სკრიპნიკი

გოლები: 0:1 ბარტლესი (5), 0:2 პიზარო (55), 0:3 პიზარო (65, პენ), 1:3 ჯილობოჯი (69, ა.გ), 1:4 პიზარო (83)

გაფრთხილება: ჩიჩარიტო (43) – ჯილობოჯი (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 11 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 9:6 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ფრიტცი

“ბაიერნი” – “მაინცი” 1:2 (0:1) (VIDEO)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; რაფინია, ბენატია, ალაბა, ბერნატი; ვიდალი; კომანი (მიულერი 51), რობენი, ალკანტარა (დუგლას კოშტა 60), რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

“მაინცი” (3-4-3): კარიუსი; ბალოგუნი, ბუნგერტი (ლატცა 46), ჰაკი; დონატი (ბროსინსკი 73), ბაუმგალტინგერი, ფრეი, ბუსმანი; კლემენსი, მალი (კორდობა 60), სამპეირო

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 0:1 სამპეირო (26), 1:1 რობენი (64), 1:2 კორდობა (86)

გაფრთხილება: რაფინია (50) – ბალოგუნი (62), ბუსმანი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 5 (3) ბურთის ფლობა: 72%-28% კუთხურები: 11:0 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: სტეგერმანი

“დარმშტადტი” – “დორტმუნდი” 0:2 (0:1) (VIDEO)

დარმშტადტი, “მერკშტადიონი”

მაყურებელი: 15 000

“დარმშტადტი” (4-2-3-1): მატეინია; იუნგვეიტი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა; ნიემეიერი (პლატე 82), გონდორფი; ჰელერი (სირიგუ 85), ვრანჩიჩი (კემპე 63), რაუში; ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

“დორტმუნდი” (4-4-2): ვანდელფელერი; გინტერი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, დურმი; პასლაკი (მხითარიანი 69), გუნდოგანი (ლეიტნერი 83), ვეიგლი, კასტრო; ობამეიანგი, რამოსი

მწვრთნელი: ტუხელი

გოლები: 0:1 რამოსი (38), 0:2 დურმი (53)

გაფრთხილება: სუბოტიჩი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 13 (7) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: გრაფე

“ჰერტა” – “აინტრახტი” 2:0 (0:0) (VIDEO)

ბერლინი, “ოლიმპშტადიონი”

მაყურებელი: 38 000

“ჰერტა” (4-4-2): იარშტეინი; პეკარიკი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდი; ვეიზერი, სკიელბერგი, დარიდა (სტოკერი 81), ჰარაგუჩი (სიგერსი 68); იბიშევიჩი, კალუ (მიტელშტადტი 90)

მწვრთნელი: დარდაი

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეჩკი; ჰასებე, ძამბრანო, აბრაჰამი, ოცზიპკა; რუსი, სტენდერა (ვალდშმიდტი 79); აიგნერი, ფაბიანი, ჰუსჟტი (კიტელი 71); სეფეროვიჩი

მწვრთნელი: ვეჰი

გოლები: 1:0 ვეიზერი (63), 2:0 კალუ (78)

გაფრთხილება: დარიდა (5), ვეიზერი (33), სტოკერი (90) – აიგნერი (53), სტენდერა (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 11 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: კირხერი

“ჰოფენჰაიმი” – “აუგსბურგი” 2:1 (1:1) (VIDEO)

ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”

მაყურებელი: 21 092

“ჰოფენჰაიმი” (4-3-3): ბაუმანი; კადერაბეკი, შარი, სულე, ოხსი (ტოლიანი 73); ამირი, პოლანსკი, შვეგლერი (ბიჩაკჩიჩი 46); უტი, ვარგასი (კრამარიჩი 71), ვოლანდი

მწვრთნელი: ნაგელსმანი

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, გოუველეეუვი, კლავანი, სტაფილიდისი; კოო (იანკერი 77), კორი; ეშვეინი, ალტინტოპი (ვერნერი 84), საიუბი; ფინბოგასონი (ბობადილია 61)

მწვრთნელი: ვეინზიერლი

გოლები: 1:0 ვოლანდი (25), 1:1 ვერჰაეგი (40), 2:1 უტი (81)

გაფრთხილება: სულე (39), ვოლანდი (62) – საიუბი (22), ვერჰაეგი (34), ჰიტცი (62), კალვანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 14 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ვინკმანი

“შალკე” – “ჰამბურგი” 3:2 (1:1) (VIDEO)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 60 856

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოიშტადტერი, აოგო; გეისი, ჰოიბერგი; შოპფი (რეიტერი 89), მეიერი (კოლასინაჩი 85), ბელჰანდა (სამი 90); ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეკი; იუნგი, კაჩარი; მიულერი, ჰოლტბი (დიკმაიერი 84), დრმიჩი (კლებერი 46); ლასოგა (რუდნევსი 63)

მწვრთნელი: ლაბადია

გოლები: 0:1 მიულერი (4), 1:1 მეიერი (37), 2:1 ჰუნტელაარი (66), 3:1 შოპფი (77), 3:2 კაჩარი (90)

გაფრთხილება: ნოიშტადტერი (43), კაისარა (60) – ჯურუ (40, 45)

გაძევება: ჯურუ (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (9) – 8 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: პერლი

თეგებიბუნდესლიგა
0.348295