კალათბურთი

23:31 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,ა“ ლიგაში ,,ვითა“ შეუჩერებელია

,,ა“ ლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს ლიდერთა შორის მყოფი ,,ვითა“ და ,,წყალტუბო“ დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ 10 ქულით 24:14 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში ,,წყალტუბო“ გააქტიურდა და ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. მეორე ტაიმში უპირატესობას ისევ ,,ვითა“ დაეუფლა, რომელმაც დიდი ანგარიშით 68:55 შეძლო მეტოქის დამარცხება.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა ,,წყალტუბოს“ უკრაინელმა ლეგიონერმა უკანახაზელმა სერგი ალფოროვმა დააგროვა. ,,ვითელთა“ შორის ყველაზე შედეგიანი ამერიკელი უანახაზელი ანდრე ჯონსი იყო, რომლის ანგარიშზეც 15 ქულაა.
მართალია, ,,ვითას“ ,,წყალტუბოზე“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ მაინც გადაასწრო და მეორე ადგილზე იმყოფება. ისიც ვთქვათ, რომ ,,ვითას“ ორი ქულა აქვს დაკლებული.

,,ვითა“ - ,,წყალტუბო“ 68:55 (24:14, 17:23, 14:9, 13:9)

0.12404