კალათბურთი

0:35 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გარნეტისთვის სეზონი დასრულდა?

“მინესოტა ტიმბერვულვზის” ფორვარდმა კევინ გარნეტმა, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს. ამ ინფორმაციას CBS Sports ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო, ამერიკელი კალათბურთელი უკვე 15 მატჩია მოედანზე ვერ გადის.

39 წლის გარნეტმა მიმდინარე სეზონში 38 თამაშის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მონაგარი კი მხოლოდ 3.2 ქულა და 3.9 მოხსნა გახლდათ.

0.063659