ლუკა ჰუფნაგელზე ორი კვირის წინ დავწერეთ, რომ “ფრაიბურგში” ვირუსის გამო ვერ ითამაშა. მას შემდეგ, 22 წლის ნახევარმცველმა მეორე ბუნდესლიგის კიდევ ორი მატჩი გამოტოვა და გუნდთან ერთად ვერც ახლა ვარჯიშობს. საქმე ისაა, რომ ჰუფნაგელს მწვავე ვირუსული ინფექცია ჰქონია, მძიმე ფორმებში.
როგორც ფეხბურთელის დედამ, ფიქრია აფციაურმა “მსოფლიო სპორტს” აცნობა, ლუკა ოთხი კვირის წინ გახდა ავად და როგორც წესი, ასეთი ვირუსი ოთხიდან შვიდ კვირამდე გრძელდება.
ლუკა ჰუფნაგელი ამჟამად უკეთ არის, მაგრამ ექიმმა ურჩია, რომ ჯერ მსუბუქად ივარჯიშოს – ინდივიდუალურად, დღეში ერთი საათით.
17 მატჩი, 1 გოლი – ასეთია ჰუფნაგელის სტატისტიკა მიმდინარე მეორე ბუნდესლიგაში. იყო რამდენიმე მატჩი, როცა სასტარტოში დაიწყო თამაში, თუმცა მეტწილად შეცვლებზე შემოდიოდა. ჰუფნაგელს შარშან ნოემბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, ესტონეთთან 0:3 წაგებულ ამხანაგურ მატჩში.