ფეხბურთი

16:13 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საკადრო წმენდა “არსენალში”

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დამდეგ ზაფხულს გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს. როგორც ბრიტანული გამოცემა “დეილი ტელეგრაფი” გვამცნობს, ფრანგი სპეციალისტის შავ სიაში ხუთი მოთამაშეა მოხვედრილი.

წყაროს ინფორმაციით, “მეთოფეებს” ზაფხულში ჩეხი ნახევარმცველი ტომაშ როსიცკი, ფრანგი მატიე ფლამინი, ესპანელი მიკელ არტეტა, ინგლისელი კირან გიბსი და ფრანგი მარჯვენა მცველი მატიე დებუში დატოვებენ. ეს უკანასკნელი “არსენალში” ახლაც არ თამაშობს, რადგან იგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონელებმა ჟირონდას “ბორდოში” გაანათხოვრეს.

რაც შეეხებათ დანარჩენებს: 35 წლის როსიცკი წლეულს ტრავმიანობს და პრემიერლიგაში ერთხელაც არ უთამაშია, 33 წლის არტეტამ კი მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა. 31 წლის ფრანგმა ფლამინიმ “მეთოფეთა” ღირსება 15 მატჩში დაიცვა, ხოლო 26 წლის გიბსიმ 13 შეხვედრაში. სხვათა შორის, კირანი ერთადერთია ხსენებულ ფეხბურთელთაგან, რომელსაც მიმდინარე სეზონში გოლი აქვს გატანილი.

0.10336