კალათბურთი

15:57 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში პერასოვიჩი და ლული გამოარჩიეს (+VIDEO)

ხორვატი სპეციალისტი ველიმირ პერასოვიჩი, რომელიც თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” დამრიგებელია, ესპანური ლიგის თებერვლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

ბასკურმა კლუბმა გასულ თვეში სამივე მატჩი მოიგო და ჩემპიონატში 17 მოგებით და 4 მარცხით, მადრიდის “რეალთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

პერასოვიჩის კონკურენტები აიტო გარსია რენესესი (“გრან კანარია”), ხავიერ პასკუალი (“ბარსელონა”) და პაბლო ლასო (“რეალი”) იყვნენ, რომელთა გუნდებმა თებერვალი ასევე მარცხის გარეშე განვლეს.

თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტული “რეალის” ერთ-ერთ ლიდერ სერხიო ლულს ერგო, რომლის საშუალო მონაგარიც 18.0 ქულა, 2.3 მოხსნა და 8.3 პასი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში მადრიდელებმა ჩემპიონატის ლიდერ “ვალენსიას” სწორედ ლულის საოცარი ტყორცნის წყალობით სძლიეს. სერხიომ ბურთი საფინალო სირენამდე 1.3 წამით ადრე მიიღო და კალათში დაახლოებით 20 მეტრიდან ჩააგდო.

0.139979