ფეხბურთი

4:28 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაცოცხლებული ანდრე შურლე

გერმანიის ბუნდესლიგის XXIV ტურმა სტარტი ორი მატჩით აიღო, თუმცა ტურის მთავარი მოვლენები მაინც წინ გველოდება, რადგან ლიდერები დღეს თამაშობენ. მანამდე კი, “ვოლფსბურგმა” სტუმრად აუტსაიდერი “ჰანოვერი” მოიხელთა და დიდი ანგარიშით მოუგო, ხოლო დებიუტანტმა “ინგოლშტადმა” და “კიოლნმა” ქულები მშვიდად გაიყვეს.

დიტერ ჰეკინგის “ვოლფსბურგი” შარშან ბევრად გამართულ ფეხბურთს აჩვენებდა და შედეგიც შესაბამის ჰქონდა – მეორე ადგილი. მიმდინარე სეზონში ასე არაა. მიუხედავად ამისა, “მგლებს” ღრმა აუტსაიდერის, “ჰანოვერის” ძლევა არ გასჭირვებიათ – 4:0. მატჩის გმირი კი უსათუოდ სტუმართა შემტევი ანდრე შურლე გახდა, ვინაც მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და შეიძლება ითქვას, პირადად მოუგო. გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს “ვოლფსბურგში” მაინცდამაიცნ კარგი პერიოდი არ უდგას და აღნიშნული ჰეთ-თრიქი მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. “ჰანოვერის” კარში საბოლოო ლურსმანი კი იულიან დრაქსლერმა ჩააჭედა. “ვოლფსბურგმა” ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა. რაც შეეხება “ჰანოვერს”, თომას შააფის გუნდმა წინა ტურში სტუმრად “შტუტგარტს” მოუგო და ხასიათი კი გამოიკეთა, მაგრამ როგორც ჩანს, დროებით. საერთოდ ამ გუნდის არგავარდნა სასწაული იქნება, რადგან მეტად უსახურ ფეხბურთს აჩვენებს.

დღის მეორე მატჩში კი “ინგოლშტადტი”, რომელიც დებიუტანტის კვალობაზე მშვენიერ სეზონს ატარებს, “კიოლნს” დაუზავდა. არადა, მასპინძლები იგებდნენ და ცოტაც რომ გაეძლოთ, სამ ქულას მოიპოვებდნენ, თუმცა არც ფრეა ურიგო შედეგი – სხვა თუ არაფერი, ინგოლშტადტელებმა მესამე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს.

“ჰანოვერი” – “ვოლფსბურგი” 0:4 (0:1)

ჰანოვერი, HDI არენა

მაყურებელი: 34 500

“ჰანოვერი” (4-3-1-2): ცილერი; საკაი, სანე, შულცი, სორგი; ფოსუმი, ჰოფმანი (სჟალაი 46), იამაგუჩი; კიოტაკე; კარამანი, ვოლფი (კლაუსი 66)

მწვრთნელი: შააფი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ტრეში, კნოხე, დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი (კალიჯური 72), ლუის გუსტავო; არნოლდი, დრაქსლერი (შეფერი 81), შურლე (ენრიკე 87); კრუსე

მწვრთნელი: ჰეკინგი

გოლები: 0:1 შურლე (36), 0:2 შურლე (59), 0:3 შურლე (62), 0:4 დრაქსლერი (69)

გაფრთხილება: ვოლფი (42), შულცი (56) – ლუის გუსტავო (24)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 23 (11) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: დანკერტი

“ინგლოშტადტი” – “კიოლნი” 1:1 (1:0)

ინგოლშტადტი, “აუდი პარკშტადიონი”

მაყურებელი: 14 503

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა (სუტნერი 72), მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; გროსი, როგერი, კოენი (კრისტიანსენი 84); ჰინტერსეერი, ლეზჩანო (ლექსი 78), ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; სორენსენი, მაროჰი, მავრაი, ჰეინტცი (მლადენოვიჩი 69); ლემანი, ვოგტი; რისე, გერჰარტი, ბიტენკურტი (ჰოსინერი 58); მოდესტე (ოლკოვსკი 90)

მწვრთნელი: სტოგერი

გოლები: 1:0 ჰიტერსეერი (36), 1:1 მოდესტე (72)

გაფრთხილება: ლეზჩანო (29), ბაუერი (75) – მაროჰი (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: მეიერი

თეგებიბუნდესლიგა
0.121727