პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების 27-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორ-ორი მოთამაშე “ტოტენჰემიდან”, “ვესტ ჰემიდან” და “ჩელსიდან” არიან წარდგენილნი.
რასაკვირველია, სიმბოლურში მოხვდა გასული კვირის მთავარი აღმოჩენა მარკუს რეშფორდი, რომელმაც “არსენალს” დუბლი შეუსრულა.
ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: ადრიანი (“ვესტ ჰემი”);
მცველები: კრეიგ დოუსონი (“ვესტ ბრომვიჩი”), ბრანისლავ ივანოვიჩი (“ჩელსი”), ლეანდრო ბაკუნა (“ასტონ ვილა”), დენი როუზი (“ტოტენჰემი”);
ნახევარმცველები: მიკაელ ანტონიო (“ვესტ ჰემი”), სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”), კრისტიან ერიკსენი (“ტოტენჰემი”), მესუთ ოზილი (“არსენალი”);
თავდამსხმელები: მარკო არნაუტოვიჩი (“სტოკი”), მარკუს რეშფორდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”).