ბოსნიის ნაკრების ნახევარმცველმა მუჰამედ ბეშიჩმა “ევერტონთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, 23 წლის ფეხბურთელი “გუდისონ პარკზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
ბეშიჩმა მიმდინარე სეზონში 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა.