ქუთაისის “ტორპედო” ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურის საშინაო მატჩს ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ ზესტაფონში გამართავს. როგორც “ტორპედოს” პრესსამსახური იტყობინება, შეხვედრა 6 მარტს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.
ცნობილია, რომ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალური სტადიონის დაზიანებულ საფარზე აღდგენით სამუშაოები მიმდინარეობს და ამის გამო “ტორპედომ” მე-17 ტურში “ზუგდიდთან” საშინაო მატჩი მარტვილში ჩაატარა.