საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დუბაიში საწვრთნელი შეკრება დაასრულა. ლევან ბაჯელიძის გუნდმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 1:1 დაასრულა.
სფფ-ს პრეს-სამსახურის ცნობით, ანგარიში ლელა ჭიჭინაძემ მე-13 წუთზე გახსნა. მასპინძლებმა 23-ე წუთზე ფალეჰის გოლით წონასწორობა აღადგინეს და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დუბაიში ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა საქართველოს ქალთა ნაკრებმა 3:0 მოიგო.
ქართული მხარე მაისში არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალთა ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის ორი ამხანაგური მატჩი დედაქალაქში გაიმართება.
მომდევნო ოფიციალურ თამაში კი, ქართველი გოგონების მონაწილეობით ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 12 აპრილს სტუმრად ჩეხეთის ნაკრებთან შედგება.
დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელი ცენტრი
არაბეთის გაერთიანებული საამიროები – საქართველო 1:1 (1:1)
საქართველო: ნადირაშვილი, ზაქაიძე, სხირტლაძე, ტატუაშვილი, კოჭლამაზაშვილი, თოდაძე, პასიკაშვილი, დანელია (გორგაძე, 75), ჩემინავა, ბაქრაძე, ჭიჭინაძე.
მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე.
გოლები: 0:1 ჭიჭინაძე (13), 1:1 ფალეჰი (23).