ფეხბურთი

13:20 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიახლე: 7 ივნისს ესპანეთი-საქართველო “ხეტაფეს” სტადიონზე

7 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს ესპანეთთან. შეხვედრა ჩატარდება მადრიდში, “ხეტაფეს” სტადიონ “ალფონსო პერესზე”.

ეს იქნება ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრების ბოლო ამხანაგური მატჩი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე. ევრო-2016-ზე ესპანელები პირველ თამაშს 13 ივნისს გამართავენ - ტულუზაში ჩეხებთან.

ძალიან კარგია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან გაახერხა ამხანაგური მატჩი. შეგახსენებთ, რომ წლეულს 3 ამხანაგური მატჩი აქამდეც ცნობილი იყო: 29 მარტს ყაზახეთთან, მაისის ბოლოს კი ავსტრიაში სლოვაკეთთან და რუმინეთთან.

ესპანეთი-საქართველოს მატჩის გამართავაზე ინფორმაციას ცნობილი გამოცემა მარკა-ც წერს.

0.113635