ბუნდესლიგაში “დორტმუნდი” “ბაიერნს” არ შორდება, მაგრამ სხვაობას მაინც ვერ ამცირებს. მიუნხენელებმა შაბათს მოიგეს, დორტმუნდელებმა კი, კვირას.
არადა, ტომას ტუხელის გუნდს აუტსაიდერ “ჰოფენჰაიმთან” გვარიანი ნერვიულობა მოუწია. 28 წლის ნაგელსმანის დამოძღვრილმა სოფლელებმა მასპინძლებს პირველი ტაიმის შუაწელს გაუტანეს და “სიგანლ იდუნა პარკზე” სენსაციის სუნი კარგა ხანს იდგა, თუმცა ბოლო ათ წუთში ყვითლებმა მეტოქე გატეხეს და ერთბაშად სამი გოლი გაუტანეს. ეს ლოგიკურიც იყო; “დორტმუნდი” მანამდე დიდ უოპირატესობას ფლობდა, “ჰოფე” კი გაძლებაზე იყო, თუმცა ვერ გაძლო. გენრიხ მხითარიანმა, ადრიან რმაოსმა და პიერ ემერიკ ობამეიანგმა იხეირეს. “ბორუსია” “ბაიერნს” ისევ 8 ქულით ჩამორჩება და ძნელი სავარაუდოა წლეულს “ვერცხლის სინს” შეწვდეს.
XXIII ტური წარუმატებელი გამოდგა ლევერკუზენის “ბაიერისთვის”, რომელიც “მაინცს” მთავარი მწვრთნელის, როჯერ შმიდტის გარეშე ეწვია და წააგო. მასპინძლებს გამარჯვება ეჭვქვეში წუთითაც არ დაუყენებიათ და დამსახურებული სამი ქულა მიითვალეს, რისი წყალობითაც ახლა მეოთხე-მეხუთე ადგილებს “გლადბახთან” ერთად იყოფენ. სხვათა შორის, “მაინცმა” უკან სწორედ “ლევერკუზენი” მოიტოვა.
“გლადბახი” კი მეოთხე ადგილზე ისევ ერთპიროვნულად იქნებოდა, აუგსბურგში რომ მოეგო. თუმცა მოგებას ვინ ჩივის, ბოლოს ქულის გადარჩენაზე მოუწია ფიქრი: თავიდან ისე ანდრე შუბერტის გუნდი იგებდა, მერე მასპინძლებმა ორჯერ გაიტანეს, ხოლო ფაბინა ჯონსონის მეორე 55-ე წუთზე გატანილმა გოლმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საერთოდ, მეორე ნახევარი შედეგიანად დაიწყო და პირველ ათ წუთში სამი გოლიც გავიდა, თუმცა ფეხბურთელებმა აღებული ტემპი ვეღარ შეინარჩუნეს და შეხვედრაც ფრედ დასრულდა – 2:2.
ტურის დასკვნით მატჩში კი გელზენკირხენის “შალკემ” ითამაშა და ისევ ვერ მოიგო. “ხუმარები” ძალიან ცუდ ფორმაში არიან, რასაც თან ევროპა ლიგიდან უსახურად გამოვარდნაც დაერთო და არავინ იცის მთავარი მწვრთნელი ბრეიტენრეიტერი დაკავებულ პოსტს როდემდე შეიანრჩუნებს. “შალკე” ამჯერად ფრანკფურტში, ადგილობრივ “აინტრახტს” უგოლოდ დაუზავდა.
“აუგსბურგი” – “გლადბახი” 2:2 (0:1)
აუგსბურგი, WWK არენა
მაყურებელი: 29 665
“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, გუველეევი, კლავანი, მაქსი; კორი, მორავეკი (ჯა-ჩოელი 46, იანკერი 78); ბობადილია (ეშვეინი 84), ალტინტოპი, საიუბი; ფინბოგასონი
მწვრთნელი: ვეინზიერლი
“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი, ვენდტი; ტრაორე (ჰერმანი 67), დაჰუდი (ჰინტერეგერი 64), ქსაკა, ჯონსონი; აზარი (ბროუვერსი 86), რაფაელი
მწვრთნელი: შუბერტი
გოლები: 0:1 რაფაელი (33), 1:1 ფინბოგასონი (50), 2:1 საიუბი (53), 2:2 ჯონსონი (55)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (4) – 10 (7) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: კირხერი
“დორტმუნდი” – “ჰოფენჰაიმი” 3:1 (0:1)
დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”
მაყურებელი: 81 359
“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სუბოტიჩი, ბენდერი, შმელცერი; საჰინი (ლეიტნერი 74), ვეიგლი (რამოსი 74), კაგავა (გუნდოგანი 46); მხითარიანი, ობამეიანგი, როისი
მწვრთნელი: ტუხელი
“ჰოფენჰაიმი” (3-4-1-2): ბაუმანი; ბიჩაკჩიჩი, შარი, სულე; კადერაბეკი, რუდი, სტრობლი, ტოლიანი; ამირი (პოლანსკი 63); ვოლანდი (ჰამადი 72), უტი (შვეგლერი 86)
მწვრთნელი: ნაგელსმანი
გოლები: 0:1 რუდი (25), 1:1 მხითარიანი (80), 2:1 რამოსი (85), 3:1 ობამეიანგი (90)
გაძევება: რუდი (58)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (9) – 9 (4) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 12:7 თამაშგარე: 4:1
მსაჯი: სიპელი
“მაინცი” – “ლევერკუზენი” 3:1 (2:0)
მაინცი, “კოფიეის არენა”
მაყურებელი: 26 557
“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; დონატი, ბალოგუნი, ბუნგერტი, ბუსმანი; ბაუმგალტინგერი, ფრეი; დე ბლასისი (კლემენსი 72), მალი (სერდარი 87), სამპეირო (ბროსინსკი 89); კორდობა
მწვრთნელი: შმიდტი
“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰილბერტი, ტაჰი (იედვაი 46), რამალიო, ვენდელი; ბელარაბი, კრამერი, ჩალჰანოღლუ, მეჰმედი (ჰენრიხსი 86); ჩიჩარიტო, ბრანდტი (კრუსე 65)
მწვრთნელი: კროშხე
გოლები: 1:0 მალი (14), 2:0 კორდობა (32), 3:0 მალი (58, პენ), 3:1 ჩიჩარიტო (65)
გაფრთხილება: ბუსმანი (25) – იედვაი (57)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 12 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 1:12 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: აიტეკინი
“აინტრახტი” – “შალკე” 0:0 (0:0)
ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”
მაყურებელი: 43 500
“აინტრახტი” (4-3-1-2): ჰრადეცკი; ჰასებე, ძამბრანო (რეგასელი 71), აბრაჰამი, ოცზიპკა; სტენდერა (მოდოევიჩი 87), რუსი, ჰუსჟტი (კიტელი 87); ფაბიანი; სეფეროვიჩი, მეიერი
მწვრთნელი: ვეჰი
“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; რეიტერი, მატიპი, ნოიშტადტერი, აოგო; გეისი, ჰოიბერგი; კაისარა (მეიერი 62), ბელჰანდა (სანე 67), კოლასინაჩი; ჰუნტელაარი (დი სანტო 75)
მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი
გაფრთხილება: ჰასებე (90) – აოგო (88), მეიერი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 7 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 6:2
მსაჯი: ბრიხი