ფეხბურთი

23:37 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი კვირა საღამოს

პოლონეთში ლადო დვალიშვილის “პოგონმა” 1:1 ითამაშა ერთ-ერთ აუტსაიდერ “ტერმალიცასთან” და მესამე ადგილზეა. დვალიშვილი 77-ე წუთამდე გაისარჯა და საგოლე პასი გააკეთა. თავად კი ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ერთხელ მეკარმ აუღო, მეორედ კი კარს ააცილა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა “ხიმნასტიკი”-“ვალიადოლიდის” შეხვედრაში (1:1). აბურჯანიას გუნდი მეოთხე ადგილზეა და პრიმერაში გადასვლის შანსი აქვს.

ჩეხეთში “სლავიამ” ლევან ყენიას გარეშე 3:1 მოუგო “ბანიკს” და მეხუთე პოზიციაზეა. ყენიას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და დღეს გამოტოვა ეს მესამე შეხვედრა, მომდევნო ტურში კი შეეძლება თამაში. ლევანი უხეშობისთვის დასაჯეს – წაქცეულ ფეხბურთელს ფეხი დააბიჯაო. “სლავიას” პროტესტი ჰქონდა შეტანილი, თუმცა არ დააკმაყოფილეს.

კვიპროსზე “ეთნიკოსმა” აელ ლიმასოლთან 0:1 წააგო და ბოლოდან მესამე საფეხურზეა. “ეთნიკოსში” შეუცვლელად ითამაშა რევაზ ბარაბაძემ, შოთა გრიგალაშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგო გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ.

საბერძნეთში “ლევადიაკოსმა” სტუმრად “პანიონიოსს” 2:0 მოუგო. “ლევადიაკოსში” გიორგი მერებაშვილს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

0.12845