ერთი კვირის წინ მარკუს რეშფორდის სახელი საფეხბურთო სამყაროსთვის სრულიად უცნობი გახდათ, თუმცა ამ წუთებში ყველაზე მეტად ალბათ სწორედ 18 წლის ფორვარდზე საუბრობენ.
მარკუსის დებიუტი “წითელი ეშმაკების” მთავარ გუნდში “მიდტიულანდთან” მოგებულ (5:1) შეხვედრაში შედგა, სადაც ნიჭიერი მოთამაშე დუბლით გამოირჩა. მისი კარგი თამაშისა და უამრავი ტრავმირებული მოთამაშის გათვალისწინებით, ლუის ვან გაალი მას დღეს “არსენალთან” გამართულ დაპირისპირებაში ენდო და როგორც გაირკვა, 100% სწორად მოიქცა. რეშფორდმა პრემიერლიგის სადებიუტო მატჩშივე “არსენალს” დუბლი შეუსრულა და ანდერ ერერას საგოლე გადაცემა გაუკეთა.
როგორც ზემოთ ითქვა, მასპინძლებს უამრავი მოთამაშე აკლდათ: ჯონსი, სმოლინგი, შოუ, დარმიანი, ვალენსია, შვაინშტაიგერი, ფელაინი, იანგი, მარტიალი და რუნი, ხოლო დავიდ დე ხეამ ბოლოსღა მოასწრო გამოჯამრთელება.
სტუმრებს არტეტა, უილშირი, როსიცკი და ჩემბერლენი აკლდათ. თუმცა, უკანასკნელის გარდა, ყველანი დიდიხანია, რაც ტრავმირებულნი არიან და მათ გარეშე თამაშს “არსენალი” შეეჩვია.
აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე ბევრი ფავორიტად სტუმრებს თვლიდა, თუმცა მოვლენები სრულიად საპირისპიროდ განვითარდა და 35-ე წუთისთვის მასპინძლები რეშფორდის გოლებით 2:0-ს იგებდნენ. სტუმრებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ, თუმცა მე-40 წუთზე ოზილის მიერ მოწოდებულ სტანდარტს დენი უელბეკის გოლი მოჰყვა ყოფილი კლუბის კარში და ტაიმი 2:1 დასრულდა.
რეშფორდი მეორე ნახევარშიც აქტიურობდა და სწორედ მის კარგ თამაშს მოჰყვა 65-ე წუთზე გატანილი ბურთი: ახალგაზრდა ფორვარდმა რამდენიმე მცველის ყურადღება მიიპყრო და სივრცეები გაათავისუფლა. შემდეგ კი საჯარიმოს მისადოგომებთან მყოფი ანდერ ერერა მოძებნა, რომელმაც ძლიერად გაისროლა, ბურთი ლორან კოშელნის მოხვდა და ჩეხის კარში აღმოჩნდა. ოთხ წუთში მესუთ ოზილმა სხვაობა კვლავ შეამცირა, მაგრამ “არსენალისთვის” ეს ბურთი ქულის მომტანი არ აღმოჩნდა – 3:2.
“იუნაიტედი” 47 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო “არსენალი” 51 ქულით მე-3 პოზიციაზე დარჩა.
დღის მეორე შეხვედრა “უაით ჰართ ლეინზე” გაიმართა, სადაც მე-2 ადგილოსანმა “ტოტენჰემმა” “სუონსი” მიიღო. მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ 70-ე წუთამდე ალბერტო პალოსკის გოლით მარცდებოდნენ. 70-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ნასერ ჩადლიმ გაათანაბრა, ხოლო 7 წუთში დენი როუზმა გაიტანა და “დეზებს” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა გაუფორმა – 2:1.
“მამლები” ლიდერ “ლესტერს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.
მანჩესტერ იუნაიტედი – არსენალი 3:2 (2:1)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, კერიკი, ბლინდი, ვარელა, როხო (ფოსუ-მენსა 55), ერერა (ვეირი 95), შნეიდერლენი, მატა, ლინგარდი, დეპაი, რეშფორდი (იანუზაი 80).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, პაულისტა, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი (ელნენი 80), რემსი, უელბეკი (ივობი 83), ოზილი, სანჩესი, უოლკოტი (ჟირუ 63).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0;2:0 რეშფორდი (29;32), 2:1 უელბეკი (40), 3:1 ერერა (65), 3:2 ოზილი (69)
გაფრთხილებები: ვარელა, კერიკი, ერერა, იანუზაი – რემსი, ელნენი, ოზილი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ტოტენჰემი – სუონსი 2:1 (0:1)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვიმერი, ალდერვეირელდი, როუზი, უოლკერი, ალი, დაიერი, ერიკსენი, სონი (მეისონი 75), ლამელა (ჩადლი 63), კეინი (ონომაჰი 84).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, რანხელი, ბრიტონი (ფერი 75), კი (გომისი 83), კორკი, სიგურდსონი, ა.აიუ, პალოსკი (ბაროუ 88).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი
გოლები: 0:1 პალოსკი (19), 1:1 ჩადლი (70), 2:1 როუზი (77)
გაფრთხილებები: როუზი, უოლკერი – უილიამსი, პალოსკი, ა.აიუ
მსაჯი: მაიკ ჯონსი