საფრანგეთში გამოკითხული 996 ადამიანიდან ქარიმ ბენზემას ნაკრებში დაბრუნება 70%-ს არ სურს. აღნიშნული ინფორმაცია RTL-მა გაავრცელა.
გამოკითხულთა შორის ფიგურირებდნენ 18 წლის და მას ზემოთ მყოფი ადამიანები. აქედან საფეხბურთო გულშემატკივრების 60%-ს არ უნდა ბენზემას “მამლების” რიგებში კვლავ ხილვა. მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეში ბრალდებული გახლდათ და ამის გამო ნაკრებიდან მოკვეთეს.
ნეგატიური დამოკიდებულება მარტო ბენზემას მიმართ არ გამოიხატა. გამოკითხულთა 67%-ს საფრამგეთის ნაკრების წარმატების არ სჯერა. აღნიშნულ მოსაზრებას ფეხბურთის ქომაგთა 46% იზიარებს. დიდიე დეშამისადმი კარგი დამოკიდებულება მხოლოდ 54%-ს ჰქონდა.
ვალბუენას საქმის შემდეგ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ გადაწყვიტა დიდიე დეშამი და ბენზემა ერთმანეთს შეახვედროს, მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიმართოს და საბოლოოდ ქარიმი ნაკრებში დაბრუნდეს.