სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

18:13 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული კვარცხლბეკი და 9 მედალი სოფიის ტურნირის მეორე დღეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი. შეჯიბრის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებებმა კიდევ 9 მედალი მოიპოვეს – 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ტურნირის ჩემპიონები გახდნენ თეიმურაზ ვანიშვილი (57), გიორგი ბრეგაძე (65) და მეკი სიმონია (86). ვანიშვილმა და ბრეგაძემ ფინალში თანაგუნდელები ლევან მურცხვალაძე და ივერიკო ჯულაყიძე დაამარცხეს, რომელთაც შესაბამისად ვერცხლის მედლები ერგოთ. ბრინჯაოს გიორგი სულავა (65) და შმაგი თოდუა (65) დასჯერდნენ. აღსანიშნავია რომ 65 კგ-ში ოთხივე პრიზიორი საქართველოს წარმომადგენელი გახდა.

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან ტურნირის გამაჯვებული ხვიჩა ჭითავა (59) გახდა, ამავე წონაში კი გიზო მელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

28 თებერვალს, ტურნირის ბოლო დღეს, ხალიჩაზე თავისუფალი სტილის 61, 70, 125 კგ, ხოლო ბერძნულ-რომაული 71, 85, 98 კგ კატეგორიის წარმომადგენლები გავლენ. საქართველოს სახელით შემდეგი მოჭიდავეები იასპარეზებენ.

თავისუფალი ჭიდაობა: გიორგი ყაზარაშვილი, შოთა ფარტენაძე (ორივე – 61), დავით ბუზიაშვილი (70), ზურიკო ურთაშვილი (125).

ბერძნულ-რომაული: რამაზ ზოიძე, ბაკურ გოგოლი (ორივე – 71), შალვა ხაჩიძე (85), კუკური კირცხალია (98).

26-27 თებერვლის შედეგები

28 თებერვლის ბადეები

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.132351