გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.
ტურის ცენტრალური მატჩი ოკლაჰომაში გაიმართა, სადაც “თანდერი” “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 103:103 დასრულდა. დამატებითი დროის დასრულებამდე 1 წამიღა იყო დარჩენილი, როცა “ოქროს შტატელთა” ლიდერმა სტეფ კარიმ შორეული სამქულიანი ჩააგდო. “გოლდენ სტეიტმა” 58 შეხვედრიდან 53 მოიგო და 5 წააგო, რაც ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო შედეგია. კარიამ გუნდს 46 ქულა, 6 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. სტეფმა 16-დან 12 სამქულიანი ჩააგდო, რაც პირადი რეკორდია, გამთამაშებელს აქამდე ყველაზე მეტი ერთ შეხვედრაში 11 სამქულიანი ჰქონდა. “ოკლაჰომაში” 37 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა.
ტეხასურ დერბში “ჰიუსტონი” შინ “სან ანტონიოსთან” 94:104 დამარცხდა. მატჩის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყდა, რომელიც გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა 26:11 მოიგეს. 27-27 ქულით თავიანთ გუნდებში კავაი ლეონარდი და ჯეიმს ჰარდენი გამოირჩნენ. “სან ანტონიო” 50 მოგებით და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებენ. “ჰიუსტონი” კი 29 მოგებით და 30 წაგებით ამავე კონფერენციაში მერვე ადგილზეა.
“ბოსტონი” – “მაიამი” 101:89 (18:26, 28:23, 26:21, 29:19)
https://www.youtube.com/watch?v=wk50meFAo7c
“ნიუ ორლეანი” – “მინესოტა” 110:112 (26:25, 30:20, 30:31, 24:36)
https://www.youtube.com/watch?v=queLTRoYkKo
“ჩიკაგო” – “პორტლენდი” 95:103 (21:21, 20:30, 32:28, 22:24)
https://www.youtube.com/watch?v=umozmDlBau8
“ჰიუსტონი” – “სან ანტონიო” 94:104 (11:26, 20:25, 26:25, 37:28)
https://www.youtube.com/watch?v=4ahGhnGgeFc
“მილუოკი”- “დეტროიტი” 91:102 (24:34, 25:25, 24:21, 18:22)
https://www.youtube.com/watch?v=bpmi9kKS040
“ოკლაჰომა” – “გოლდენ სტეიტი” 118:121 (30:20, 27:26, 26:32, 20:25, o.t. 15:18)
https://www.youtube.com/watch?v=h3IllsoQ1Rk
“ფინიქსი” – “მემფისი” 111:106 (25:18, 29:28, 32:30, 25:30)
“იუტა” – “ბრუკლინი” 96:98 (22:20, 21:28, 18:22, 35:28)