ფეხბურთი

3:38 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" სამეულშია, "მილანი" - ევროზონასთან (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XVII ტური ტრადიციულად ორი მატჩით დაიწყო. მორიგი დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა “რომამ”, რომელიც მესამე ადგილზე გადავიდა, ხოლო “მილანმა” შინ “ტორინოს” მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

სინიშა მიხაილოვიჩის “მილანი” აღარ აგებს. “როსონერის” დღეს “ტორინოსთან” განსაკუთრებით, ფეერიული ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ რაც მთავარია მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და გამარჯვებულებს არც ასამართლებენ. შავ-წითლებს ტურინელებთან მარცხენა მცველმა ლუკა ანტონელიმ მოაგებინა, ვინც პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მბიაიე ნიანგის კუთხურისას, თავდამსხმელისთვის დამახასიათებელი საგოლე ალღოთი გამოირჩა. “მილანს” გატანა მანამდეც რამდენჯერმე შეეძლო, თუმცა კეისუკე ჰონდას საჯარიმო ხარიხამ აისხლიტა, ხოლო ჯაკომო ბონავენტურას დანიელე პადელიმ აუღო. მეორე ნახევარი პირველთან შედარებით მოსაწყენი გამოდგა და საგოლე მომენტებიც თითქმის არ შექმნილა. საბოლოოდ, კი ლომბარდიელებს ერთი გოლიც ეყოთ მოსაგებად და წაუგებელი სერიის გააგრძელებასთან ერთად ევროზონას კიდევ უფრო დაუახლოვნდნენ.

ტურის სასტარტო მატჩში კი “რომამ” გასვლაზე “ემპოლის” აჯობა დამაჯერებელი ანგრიშით. დედაქალაქელთა შორის საუკეთესო სტეფან ელ შაარავი გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა. საერთოდ, “პატარა ფარაონი” “რომაში” ჩინებულად ირჯება და ასე თუ გააგრძელა მალე ანტონიო კონტეს ყურადღებასაც მიიქჩევს. “მილანის” ექსშემტევმა ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა, როდესაც ბურთი შესაშური ტრაექტორიით გადაგზავნა მეტოქსი კარში. მასპინძლებმა მალევე გაათნაბრეს. უფრო სწორად, სტუმრებმა მოიგონეს გოლი საკუთარ კარში – ვოიცეხ შჩესნიმ ბურთი უხეიროდ მოიგერია და თანაგუნდელ ელვირ ძუკანოვიჩს მოარტყა, რის შემდგომაც ტყავის სფერო ბადეში აღმოჩნდა – 1:1. ტოსკანელებს სიხარული მაინც არ დასცალდათ: მირალემ პიანიჩმა 27-ე წუთზე ჯარიმა დაარტყა, თუმცა ცოცხალ კედელს ვერ ააცილა... გამოვარდნილ ბურთს ერთი შეხებით თვითონვე დაამატა და “ემპოლის” მეკარე ამ ეპიზოდს აშკარად მოუმზადებელი შეხვდა. შეხვედრას წერტილი ისევ ელ შაარავიმ დაუსვა, როდესაც მოჰამედ სალაჰის შეტევა ცარიელ კარში გადაგზავნილი ბურთით დააგვრიგვინა – 1:3. “რომამ” სამეული კარი შეაღო, თუმცა “ფიორენტინაზე” თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

“ემპოლი” – “რომა” 1:3 (1:2) (მიმოხილვა)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 000

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, კოშიჩი, არიაუდო, მარიო რუი; კროჩე (ლივაია 64), ზიელინსკი, პარედესი; კრუნიჩი (ბუჩელი 51); მაკარონე (მჭედლიძე 73), პუჩიარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“რომა” (4-3-3): შჩესნი; მაიკონი (მანოლასი 73), რუდიგერი, ძუკანოვიჩი, დინიე; პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი (იაგო ფალკე 37); სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი (ჯეკო 79)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 ელ შაარავი (5), 1:1 ძუკანოვიჩი (22, ა.გ), 1:2 პიანიჩი (27), 1:3 ელ შაარავი (74)

გაფრთხილება: პუჩიარელი (17), მარიო რუი (63, 90) – პიანიჩი (17), პეროტი (41)

გაძევება: მარიო რუი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) - 13 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

მილანი” – “ტორინო” 1:0 (1:0) (მიმოხილვა)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 33 748

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, ძაპატა, ანტონელი; ჰონდა, კუცკა, ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ნიანგი (ბოატენგი 69), ბაკა (ბალოტელი 90)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა (მარტინესი 86), აკქუა, ბაზელი (მაქსი ლოპესი 78), ვივესი, ბრუნო პერესი; ბელოტი, იმმობილე

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

გოლები: 1:0 ანტონელი (45)

გაფრთხილება: აბატე (69), ბოატენგი (80) – გლიკი (43)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დომენიკო ჩელი

თეგებისერია A
0.116989