სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:19 | 27.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია და ვერატი “ლიონთან” ვერ ითამაშებენ

პსჟ-ს ნახევარმცველები ანხელ დი მარია და მარკო ვერატი “ლიონთან” გასამართ ლიგა 1-ის 28-ე ტურის მატჩს გამოტოვებენ. როგორც L"Equipe იუწყება, პარიზული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩის გამო ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა. ფრანგები 9 მარტს "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" დაუპირისპირდებიან.

“ვერატი “ლიონთან” არ ითამაშებს, ასევე – ანხელ დი მარიაც. ორივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, ვარჯიშობს, თუმცა ისინი 28 ტურის მატჩს გამოტოვებენ.” – განაცხადა პრესკონფერენციაზე ლორან ბლანმა.

“ლიონის” და პსჟ-ს მატჩი 28 თებერვალს გვიან ღამით დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114432