ფეხბურთი

22:29 | 26.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რეშფორდი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” 18 წლის თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ინგლისელმა ხმების 51% მიიღო. მეორე ადგილზე სოფიან ფეგული (“ვალენსია”, 20%) გავიდა, მესამეზე – კოუტინიო (“ლივერპული”, 15%), ხოლო მეოთხეზე ქარიმ ბელარაბი (“ლევერკუზენი”, 14).

რეშფორდს “მანჩესტერის” მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა. “მიდტიულანდთან” მოგებულ (5:1) მატჩში ფეხბურთელმა კარში სამჯერ დაარტყა და ორი გოლი გაიტანა. ამავდროულად ინგლისელის აკურატულობა 84%-ით შეფასდა.

მარკუსი “წითელი ეშმაკების” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა. ინგლისელმა ჯორჯ ბესტის შედეგი გააუმჯობესა.

0.11655