ფეხბურთი

11:30 | 26.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოლისემ ნიგერიის ნაკრები პროტესტის ნიშნად დატოვა

ნიგერიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანდეი ოლისემ თანამდებობა დატოვა. 41 წლის ნიგერიელმა სპეციალისტმა გადადგომის შესახებ განცხადება თავის “ტვიტერის” გვერდზე გამოაქვეყნა და ამ გადაწყვეტილების მიზეზებიც ახსნა.

ოლისეს თქმით, მას ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციისგან მხარდაჭერა არ აქვს, საფეხბურთო ჩინოვნიკებმა შეთანხმება დაარღვიეს და სამწვრთნელო შტაბს ხელფასს არ უხდიან.

ნიგერიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი (1993-2002 წლებში) თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს სათავეში გასულ წელს ჩაუდგა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ შვიდი თვე დაჰყო.

0.11731