ტურინის “იუვენტუსს” წამყვანი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო ერთი კვირა დააკლდება. ამის შესახებ ტურინული გრანდის ვებგვერდი იტყობინება. 29 წლის ფეხბურთელს, რომელიც გასულ ოთხშაბათს მიუნხენის “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში დაშავდა, დღეს გამოკვლევა ჩაუტარდა და შესაბამისად, მისი დაზიანების სიმძიმეც დადგინდა.
იტალიის ნაკრების შუახაზელს იტალიის ჩემპიონატის დამდეგი ტურის მატჩი მილანის “ინტერთან” და შუა კვირაში, ასევე მილანურ გრანდთან, ოღონდ სათასო შეხვედრა გაუცდება, მაგრამ ლიგაზე, “ბაიერნთან” განმეორებით მატჩში თამაშს შეძლებს.
მარკიზიოს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 26 თამაში აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.