ფეხბურთი

18:54 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რობერ პირესი ფეხბურთიდან წავიდა

ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა რობერ პირესმა, რომელსაც ფეხბურთის თამაში ოფიციალურად აქამდე არ დაემთავრებინა, საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 42 წლის პირესმა Bein Sport-ს განუცხადა.

“42 წლის ვარ და მოვიდა ის მომენტი, როცა ადგილი ახალგაზრდებს უნდა დავუთმო. ჩემი ბოლო გამოცდილება ინდოეთი გახლავთ”, - თქვა პირესმა.

რობერ პირესი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1998 და 2000 წლებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გამხდარა. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, საუკეთესო წლები ლონდონის “არსენალს” უკავშორდება, ხოლო მანამდე სახელი მარსელის “ოლიმპიკში” თამაშით გაითქვა. “მეთოფეები” რობერმა 2006 წლის ზაფხულში დატოვა და ესპანურ “ვილიარეალში” გადაბარგდა, მისი ბოლო ევროპული გუნდი კი ბირმინგემის “ასტონ ვილა” იყო. ინდოეთში იგი 2014 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა და 8 ჩატარებულ მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო.

0.105841