კობი ბრაიანტი ნბა-ს რეგულარულ სეზონში ჩაგდებული სამქულიანებით მე-11 ადგილზე გადავიდა. კობიმ “მემფისთან” ორი სამქულიანი ჩააგდო და სულ კარიერაში 1789 სამქულიანი დაუგროვდა (საშუალოდ ერთ მატჩში 1.3 სამქულიანი).
კობიმ სამქულიანებში რაშარდ ლუისი ჩამოიტოვა. მის მორიგ სამიზნეს ჯო ჯონსონის 1797 სამქულიანი წარმოადგენს.
ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო “სნაიპერი” რეი ალენია, რომლის ანგარიშზეც 2973 სამქულიანია.