ფეხბურთი

14:31 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დნიპრომ” სანდრო კობახიძე განაცხადში შეიყვანა

“დნიპრომ” სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის განაცხადში შეიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ დნეპრისპირელები ქართველ შემტევს აღარ გაანათხოვრებენ. “დნიპრო” ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, შევსება კი სრულფასოვანი ვერ მიიღეს და კლუბი უკვე აქეთ-იქით აღარ ანათხოვრებს თავის ფეხბურთელებს, როგორც აქამდე ხდებოდა.

კობახიძეზე უკვე ვწერდით, რომ ტრავმა ჰქონდა და მოსამზადებელი პერიოდი გაუცდა. მას მხარი ჰქონდა ამოვარდნილი, მაგრამ ამჯერად ჯანმრთელადაა და მალე შეუერთდება გუნდს. კობახიძე თბილისში მკურნალობდა ეროვნული ნაკრების ექიმთან, მერაბ ვარძუკაშვილთან.

0.142596