ფეხბურთი

12:31 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს XXVI ტურის სიმბოლური

იტალიის სერია A-ს ვებგვერდმა გულშემატკივართა შორის ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და ტურის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა. XXVI ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა აბსოლუტურ უმრავლესობას “რომას” მოთამაშეები წარმოადგენენ. ეს გასაკვირი არაა, რადგან გასულ უიქ-ენდზე “ჯალოროსიმ” სიცილიური “პალერმო” 5:0 გაანადგურა.

“რომადან” სიმბოლურიში 5 ფეხბურთელი მოხვდა. სამი წარმომადგენელი “მილანს” ჰყავს, რომელიც ორშაბათს, “ნაპოლის” გასვლაზე დაუზავდა.

XXVI ტურის სიმბოლური ასეთია:

მეკარე: ვიდ ბელეკი (“კარპი”)

მცველები: ინაციო აბატე (“მილანი”), მირანდა (“ინტერი”), კოსტას მანოლასი (“რომა”), კრისტიან ძაპატა (“მილანი”)

ნახევარმცველები: რაჯა ნაინგოლანი (“რომა”), მირალემ პიანიჩი (“რომა”), ჯაკომო ბონავენტურა (“მილანი”)

თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”), ედინ ჯეკო (“რომა”), მოჰამედ სალაჰი (“რომა)

თეგებისერია A
0.110812