ფეხბურთი

10:41 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა “რეალის” მთავარ გუნდში შვილს უხმო

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პირველ გუნდში თავის შვილს ენცოს უხმო. პატარა ზიდანი, რომელიც “რეალის” მეორე გუნდ “კასტილიაში” თამაშობს, “ბლანკოსის” დანარჩენ წევრებთან ერთად “ვალდებებასის” ბაზაზე ვარჯიშობს, სადაც “სამეფო კლუბი” შაბათს გასამართი მადრიდული დერბისთვის ემზადება.

აღსანიშნავია, რომ “ზიზუს” მეორე გუნდიდან მხოლოდ თავისი პირმშო არ დაუწინაურებია და მასთან ერთად მთავარ გუნდში მარტი ოდეგორს, მარკოს ლორენტესა და კარლოს აბადის უხმო.

რაც შეეხება ენცო ზიდანს, იგი 21 წლის ზუსტად ერთ თვეში ხდება, ხოლო მიმდინარე სეზონში სეგუნდა დივიზიონში 24 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. მოგეხსენებათ, უფროსი ზიდანი პირველ გუნდში მისვლამდე “კასტილიას” ავარჯიშებდა და იქ მყოფ ფეხბურთელთა შესაძლებლობები კარგად უნდა მოეხსენებოდეს.

0.114817