საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა. ლევან ბაჯელიძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. მისმა გუნდმა დუბაიში არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლელა ჭიჭინაძე იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შესძლო. ჩვენი გოგონები მომდევნო ამხანაგურ მატჩს კვლავ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნულ გუნდთან 27 თებერვალს გამართავენ, 12 აპრილს კი, ევრო 2017-ის შესარჩევ შეხვედრაში სტუმრად ჩეხეთის ნაკრებს შეხვდებიან.
დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელი ცენტრი
არაბეთის გაერთიანებული საამიროები - საქართველო 0:3
საქართველო: ნადირაშვილი, სუთიძე (87’ ჩხარტიშვილი) , კოჭლამაზაშვილი, ტატუაშვილი, სხირტლაძე, პასიკაშვილი (კ), თოდაძე (71’ გორგაძე), ბაქრაძე (73’ ზაქაიძე), ჩემინავა, დანელია (84’ ბასილაძე), ჭიჭინაძე (84’ კვალიაშვილი).
გოლები: ჭიჭინაძე (5, 29, 67).
გაფრთხილება: ბაქრაძე (13).
სფფ-ს პრესსამსახური